რეზონანსი
(25.07.2023)

მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა კუთხით დისკუსია სხვადასხვა თემის შესახებ, - ამის შესახებ „ქართლი ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ" შესახებ საუბრისას განაცხადა.

„არიან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ რეალური ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და ა.შ. ვისაც აქვს ამის რეალური ინტერესი, ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დისკუსია გაგრძელდება ამ თემებზეც - სასამართლო, დეოლიგარქიზაცია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტიკა. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ტექნიკურ დონეზე გაიმართა პირველი შეხვედრები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს პროცესი პროგრესირებს. შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის პოლიტიკურ დონეზეც. იმედია, მივიღებთ კონკრეტულ დეტალებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ელოდება ევროკავშირი ამა თუ იმ პრიორიტეტის შესრულების კუთხით", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე