რეზონანსი
(25.07.2023)

ქალბატონი ელჩი მალე აღარ იქნება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს მისი „მოღვაწეობის" სამარცხვინო ფურცელია, რადგან თითქოს სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდა საქართველოს მიმართ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის" კანონპროექტი სწორედ იმ საზოგადოების დასაცავად და ინფორმაციით აღსაჭურვად შეიქმნა, რომლებიც მარტის აქციების დროს მათ ებრძოდა.

„როდესაც „ხალხის ძალა" ჩამოყალიბდა, პირველი წერილი, როგორც მახსოვს, მე გავუგზავნე ქალბატონ ელჩს და მაშინაც ანალოგიური პასუხი გამცა, რაც ახლა „ფარას" კანონზე თქვა, რომ არ წაუკითხავს, ან ნახევრად წაიკითხა და მერე თავი დაანება. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ როდესაც რეალობა ასეთია, სიმართლის აღიარება, რა თქმა უნდა, რთულია ამერიკის ელჩისთვის.

ქალბატონი ელჩის დღეები დათვლილია, მალე აღარ იქნება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს მისი „მოღვაწეობის" სამარცხვინო ფურცელია, რადგან თითქოს რაღაც სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდა საქართველოს მიმართ, მაგრამ დეტალურად დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ იგი დიდ გამოწვევასა და საშიშროებას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც დავიწყეთ ასე ღიად საუბარი და ეს ყველაფერი უკვე სახეზეა. ვიღაცებს ეგონათ, რომ რაღაც კონსპირაციებს ვიგონებდით, როდესაც ყოველ ჯერზე ყველა გადაცემაში პირდაპირ ვამხელდით და ვამბობდით, რომ ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, შეკრულია ქსელი, ყოფილი თანამდებობის პირების, ევროპარლამენტარებისა და ამერიკის ყოფილი ელჩისგან. ამაში გვარწმუნებდა საელჩოს მოქმედებაც. ეს საშიშროება არ გამქრალა! ჩვენი მოქალაქეები „ფარას" დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ უკვე დარწმუნდნენ იმ იდეის სისწორეში, რაზეც ჩვენ მარტის დღეებში ვიბრძოდით.

სხვათა შორის, „იმედის" ეთერშიც განვაცხადე, რომ გვქონდა ინფორმაცია საელჩოდან, რომ ამ კანონს გაასაღებდნენ რუსულ კანონად და არ მოგვცემდნენ მისი მიღების საშუალებას. სოზარმაც უკვე აღარ დამალა და პირდაპირ თქვა, რომ ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ამერიკის ელჩის მხრიდან მიიღო მსგავსი გზავნილი, რომ ამ კანონს არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ და ეს რას მოასწავებს, უკვე მარტივი გასაანალიზებელია. ჩვენი საზოგადოება იმდენად მომზადებულია, ამ ეტაპზე კანონის მიღებაც აღარ არის საჭირო, რათა გავშიფროთ, რასთან გვქონდა საქმე.

მარტის აქციებზე ჩვენ ვნახეთ გულწრფელი ადამიანების პროტესტიც. ისინი იყვნენ მოტყუებული ადამიანები. ცნობილი სპორტსმენები, ხვიჩა კვარაცხელია და თოკო შენგელიაც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს ევროკავშირსა და ევროპულ არჩევანზე უარს ამბობდა ჩვენი მთავრობა და სახელმწიფოს რუსეთისკენ მიაქანებს. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, ამის წინააღმდეგ გამოდის ხალხი და შენ რა პოზიციას დაიჭერო? - ასე იყო გასაღებული ეს თემა და თავისთავად ეს მოტყუებული ადამიანები, რა თქმა უნდა, არჩევანს ერთი მიმართულებით გააკეთებდნენ. ასე მოატყუეს ეს ადამიანები და ველოდები, თუ ვინმეს ეყოფა სინდისი, ან შინაგანი ხმა, პატრიოტიზმი, თუ რაღაც სიწმინდის სიყვარული მაინც უკარნახებს, რომ გამოვიდეს და აღიაროს ეს ყველაფერი.

პარადოქსი ის არის, რომ სწორედ იმ ადამიანებს ვიცავდით ამ კანონით, რომლებიც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებდნენ და გვებრძოდნენ. ეს გამოჩნდა კიდეც.

ჩვენ ვხედავთ, ეს კანონი როგორ უზრუნველყოფს და იცავს ამერიკის უსაფრთხოებას. შეუძლებელია, იქ ერთი დოლარიც კი ისე შევიდეს, რომ არ იყოს აღრიცხული, ვის მიმართ, როგორ და რა მიზნით არის გადახდილი. საკუთარი ქვეყნის მიმართ როგორი მკაცრი კანონია, მაგრამ როგორ იცავს საკუთარ სახელმწიფოს და რა უსაფრთხო გარემოს ქმნის ქვეყანაში. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო?! ამ ახალგაზრდებს მინდა, ვკითხო, ისინი ხომ ჩვენი მომავალი არიან, მათ ხომ უნდა იცოდნენ, საკუთარ სახელმწიფოში გარედან შემოსული თანხების წარმომავლობა და მიზნობრიობა, რომელი სახელმწიფოდანაც არ უნდა იყოს ის?! გარედან შემოსული თითოეული ლარი უნდა იყოს აღრიცხული და ვიცოდეთ მის შესახებ ყველაფერი. ჩვენ ხომ არ ვკრძალავდით, უბრალოდ გვინდოდა, გვცოდნოდა, რის გამო და რა მიზნით შემოდის. გვინდოდა, უბრალოდ რეესტრი ყოფილიყო ამ პროცესების გამჭვირვალობისთვის და ყველაფერი სცოდნოდა საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს. მეტი არაფერი არ ყოფილა, ამის იქით არც წასულა ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი. მაგრამ ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ პირველ ჯერზე FARA უნდა გადმოგვეთარგმნა და მასზე გაგვეკეთებინა აქცენტი, ხოლო შემდეგ შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ჩვენი შერბილებული ვარიანტი", - განაცხადა მიხეილ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე