რეზონანსი
(25.07.2023)

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის შეუძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში დაბრუნება მანამ, სანამ ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება.

24 ივლისს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას. რუსეთმა შეთანხმება ერთი კვირის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი სურსათისა და სასუქების ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ დაკმაყოფილდა.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის შეუძლებელია ამ გარიგებაში დაბრუნება, რადგან ის არ ხორციელდება. ამავდროულად, პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ გამოხატა რუსეთის მზადყოფნა, სწრაფად აღადგინოს შეთანხმება პირობების შესრულების შემდეგ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე