რეზონანსი
(25.07.2023)

ბათუმში, სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა News" ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.

არსებული ცნობით, კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას დახმარება ადგილზევე გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე