რეზონანსი
(25.07.2023)

სროლა თბილისის ცენტრში - მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში რამდენიმე საათის წინ 2 გასროლის ხმა გაისმა. შედეგად ერთი პირი დაიჭრა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან და მათ საქმიანობიდან გამომდინარე ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი კომპანია "ჯიემჯი-ში" იმყოფებოდნენ რა დროსაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, მოგვიანებით კი რამდენჯერმე გაისროლეს, რის გამოც ერთ-ერთი მეწილე ფეხში დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე