რეზონანსი
(23.06.2023)

როგორც რეჟისორმა, გიორგი კაჭარავამ კინოს სფეროს წარმომადგენლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს

რეჟისორის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში არ ყოფილა კინოცენტრის დირექტორის არჩევის საკითხი.

„საკითხები, რომელიც წამოყენებული იყო ყველა განიხილა. ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს.

თუ ვინ იქნება კინოცენტრის დირექტორი, საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. კინოცენტრის დირექტორზე კი არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე თუ ვინ განახორციელებს(მართვას), ადმინისტრაციული სამსახური თუ შემოქმედებითი. ჩემი წინადადებით ორი დირექტორი უნდა იყოს", - განაცხადა კაჭარავამ.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება კინოცენტრში რეფორმა, კაჭარავა პასუხობს, რომ მინისტრს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

„რეფორმები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მინისტრმა განაცხადა, რომ სარეფორმო ჯგუფი იქნება. მთავარია ერთი რამ, რომ მინისტრს კანონი არ დაურღვევია, მას აქვს კანონიერი უფლება პირდაპირ დანიშნოს. ბოლოს დაგვეთანხმა, რომ კანდიდატურები დაგვესახელებინა", - განაცხადა კაჭარავამ.

ვნობისთვის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს შეხვდებოდა. მათივე თქმით, შეხვედრა გაუმჭვირვალედ დაიგეგმა და მათ ამის შესახებ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე