რეზონანსი
(23.06.2023)

თბილისი (GBC) - „თბილსერვის ჯგუფი" ნაგვის 70 მიწისქვეშა კონტეინერის შესაძენად 3.5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს (ერთეული სავარაუდო ფასი 50 000 ლარი).

ეს თბილსერვისის მეორე ტენდერია, რომელსაც მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების შესაძენად აცხადებს. შეგახსენებთ, გასულ თვეში „ჯი-თი გრუპმა" 10 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, რომელიც გულისხმობდა 200 ერთეული მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერის შეძენას.

ტენდერის მოთხოვნები კი, როგორც წინა ტენდერში, აქაც მსგავსია.

შეთავაზებული ბუნკერების სისტემას უნდა გააჩნდეს ავსების სენსორი, რომელსაც საშუალება ექნება ოპერატორ კომპანიას ავტომატურ რეჟიმში გადასცეს ინფორმაცია, კონტეინერის ავსების თაობაზე. ასევე სენსორი თავსებადი უნდა იყოს საქართველოში არსებულ კავშირგამბულობის სისტემებთან (GSM/GPRS). სისტემის საშუალებით, ოპერატორ კომპანიას საშუალება უნდა ჰქონდეს რეალურ დროში აწარმოოს კონტეინერების ავსების დონის კონტროლი და შესაბამისად დაგეგმოს ნაგავშემკრები ავტომობილის მარშრუტი.

როგორც წინა, ასევე ამ ტენდერში, ერთი ნაგვის კონტეინერის ფასი განსაზღვრულია 50 000 ლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე