რეზონანსი
(23.06.2023)

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის" სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

„ინფორმაციისთვის: რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ", - წერს კალანდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე