რეზონანსი
(23.06.2023)

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს.

დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს".

„არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხეცი ჭამს ადამიანს, მაშინ ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მას უბრალოდ უნდა მიაკვლიო და მოკლა, რადგან დაჩვეულია ადამიანის ხორცის ჭამას, ასეა რუსეთთან დაკავშირებითაც", - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი გონს მოვა, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას დაესხმევა თავს, შემდეგ კი პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზეც გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე