რეზონანსი
(23.06.2023)

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა – დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავარგულები

სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა.

14 ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალდიდობამ ასევე დააზიანა მაზანდარას უბანში მდებარე დროებითი ასაწყობი ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი.

გიორგი გუგუჩიას განმარტებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება. მიყენებული ზარალი ითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე