რეზონანსი
(23.06.2023)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იგი უსამართლო პოზიციით გამოდის და გაწბილება საკმაოდ სერიოზულია.

„რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს ეს გადაწყვეტილება.დანაშაული ძალიან თვალხილული იყო. დანაშაული საკმაოდ დიდია, საკმაოდ მძიმეა დანაშაული და ამაზეც არ ინება საუბარი, რომ რაღაცით გაემართლებინა თავისი გადაწყვეტილება - ან ევრორეკომენდაციით ან გარკვეული შენიშვნების გამო, რაც აი ამ შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე