რეზონანსი
(23.06.2023)

რამდენიმე წუთის ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა და ციხის კართანვე პირველი კომენტარი გააკეთა. მან პირველივე სიტყვებით სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ბოდიში მოუხადა. 

„გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას.არ ვიყავი ამისთვის მზად. მინდა გამოვეხმაურო, იმას რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის. 

ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო“, - ამბობს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე