რეზონანსი
(23.06.2023)

გლდანულის ღვთისმშობლის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოტიკული საშუალება "ალფა პი-ვი-პის" ფლობისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, ვაკის პოლიციამ ის გუშინ გვიან ღამით დააკავა. 

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე