რეზონანსი
(22.06.2023)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას ახალი ფორმატის პრეს-კონფერენციის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ მან დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეს-კონფერენციაზე მრავალი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხის.

„მინდა კიდევ ის ვთქვა, რომ მომავალ კვირას მექნება სრული პრესკონფერენცია, ცოტა ახალი ფორმატით იქნება და ყველა იქნებით მოწვეული. ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე