რეზონანსი
(22.06.2023)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი ეხმაურება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.

მისი თქმით, პოლარიზაციის დაძლევა მხოლოდ უმრავლესობის ამოცანა არ არის.

„პოლარიზაციის დაძლევას სჭირდება ორი მხარე. სიცრუის წარმოუდგენელი ნიაღვარი მიედინება ქვეყნიდან მის ფარგლებს გარეთ და ფაქტობრივად, ჩვენ გვიწევს ორი მიმართულებით ბრძოლა. ერთია, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ ღირსები ვართ და მეორე - როგორმე გადავძლიოთ ის უზარმაზარი სიცრუე და სიყალბე, რომელიც გვხვდება ხოლმე ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში და სხვა დედაქალაქებში,", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე