რეზონანსი
(22.06.2023)

"ტიტანიკის" მახლობლად წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სანაპირო დაცვა "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, ნამსხვრევები დისტანციურად მართვადი აპარატის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი "ტიტანიკთან" წყალქვეშა ნავის საძიებო არეალში, რომელიც კვირას, 18 ივნისს, დაიკარგა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ოფიციალური პირები "ინფორმაციას აფასებენ," მაგრამ ამ დროისთვის გაურკვეველია უკავშირდება თუ არა ნამსხვრევები დაკარგულ წყალქვეშა ნავს.

აშშ-ის სანაპირო დაცვა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 15:00 საათზე ბრიფინგს აანონსებს, რომელიც აღმოჩენილ ნამსხვრევებთან დაკავშირებით გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე