რეზონანსი
(22.06.2023)

პარლამენტის წინ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია გრძელდება.

მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" 14 - პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.

მაღაროელ ტარიელ მიქაცაძე კომპანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ტყუილს გავრცელება და დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს მაღაროელების მოთხოვნები.

"კომპანიის მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებებია ხელფასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ძალიან დიდი ხელფასი გვაქვს და კიდევ ხელფასის გაზრდას ვითხოვთ. ჩვენ ხვალ სახელფასო ამონაწერს გავასაჯაროვებთ და ვაჩვენებთ ყველას, თუ რეალურად რა ამანაზღაურება გვაქვს", - აცხადებს მაღაროელი.

მათი თქმით, აქცია 23 ივნისს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ განახლდება. პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი 4 ადამიანი აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე