რეზონანსი
(22.06.2023)

მარტიას აქციაზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე.

"თქვენ არ გყვარებიათ სამშობლო, რისთვის უნდა იბრძოლოთ გარტყმაში არ ხართ, ლაზა მამი მე შენ დაგიხსნი და მივდივარ ამ სა**ევეთიდან, სლავა უკრაინე, აი ესაა ერი, არა რუსულ მთავრობას სადაც მოვითხოვთ. იმ აქციაზე 50 კაცი როცა იკრიბება, იმ ერს პრობლემები აქვს არადა ყველა გაჰყვიროდა არა რუსულ კანონს. ჩემი ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას, დედებს მოგ*ავთ ყველას თქვენი დროც მოვა", - წერს ბექა გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე