რეზონანსი
(22.06.2023)

ყველა ჩემი გამოსვლის დროს ვსაუბრობ და ახლაც ამას ვიტყვი, რომ ყველანაირი მაჩვენებლებითა და თვალსაზრისით, თუ ვინმე კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა იმ ქვეყანაზე წინაა, რომელთაც სტატუსი მიანიჭეს.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა და ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო ამ გეგმის შესრულებაში, ისინი არათუ ჩაერთნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით შესრულდეს და არავის არაფერი სასაუბრო არ დავუტოვოთ", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე