რეზონანსი
(22.06.2023)

დღეს სამ ქვეყანაზე იქნება ზეპირი მოხსენება და ვფიქრობ, პოზიტიური შეფასება იქნება, თუ რა სამუშაო გაატარეს, რა შეასრულეს, სად აქვთ კარგი პროგრესი. ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არის მარტივი ამოცანა, იყო გაფართოებისთვის მზად. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელმაც ეს გზა გაიარა და გაწევრიანდა 2004 წელს ორგანიზაციაში. მე ძალიან კარგად ვიცი ეს პროცესი, თუ რამდენად რთული და მომთხოვნია, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ საკითხს, რაც ხდება ევროკავშირისთვის ახალი სტრატეგიული პრიორიტეტი და ეს არის ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი, თუ რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა ჩვენ საკუთარი თავი მოვამზადოთ გაფართოებისთვის და ახალი წევრების მისაღებად.

ასევე ვიმსჯელებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ კანდიდატი ქვეყნებიც მოემზადონ და ამ მიზნით ოლივერ ვარჰეი შემოგვიერთდება და გაგვაცნობს ზეპირ მოხსენებას სამ ქვეყანაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი დისკუსია გვექნება. სამივე ქვეყნისთვის მკაფიოდ გაიწერა ნაბიჯები, საკითხები, რაც გამოკვეთილია და რა რეკომენდაციებია შესასრულებელი. სამ ქვეყანაზე იქნება ზეპირი მოხსენება და ვფიქრობ, პოზიტიური შეფასება იქნება, თუ რა სამუშაო გაატარეს, რა შეასრულეს, სად აქვთ კარგი პროგრესი. ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არის მარტივი ამოცანა, იყო გაფართოებისთვის მზად. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელმაც ეს გზა გაიარა და გაწევრიანდა 2004 წელს ორგანიზაციაში. მე ძალიან კარგად ვიცი ეს პროცესი, თუ რამდენად რთული და მომთხოვნია. ასევე განმარტება იქნება იმ სფეროების, თუ სად არის უფრო მეტი გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუყურებთ ამ ყველაფერს პოლიტიკური მხარდაჭერის პერსპექტივით, ვმუშაობთ ერთად, პერსპექტივა ძალიან ნათელია და ბევრია დამოკიდებული ქვეყნის ძალისხმევაზე და ასევე ჩვენს ძალისხმევაზე, თუ რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ ფინანსურად , კარგი რჩევებითა და ექსპერტულ დონეზე", - აცხადებს მაროშ შევჩოვიჩი.

საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე