რეზონანსი
(22.06.2023)

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის განცხადებით "გირჩი" არავისთან გაერთიანებას არ აპირებს.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ""ნაცმოძრაობა" არავის არ მიუერთდება და თავის 5 ნომერს არავისთან არ აღრევს".

"ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, თუ ვინმეს გინდათ, ყველანი ჩაეწერეთ ჩვენს სიაში, როგორც ჩემს წინარე განცხადებაში იყო.

"ნაცმოძრაობა" არავის არ მიუერთდება და თვის 5 ნომერს არავისთან არ აღრევს. ამისთვის საჭიროა, რომ სხვები შემოუერთდნენ მას და ამისთვის ვიღაცებისთვის კარი ღია იქნება.

მე კიდე ვგულშემატკივრობ ამ პროცესს, რომ "ნაცმოძრაობას" რაც შეიძლება მეტი ჩვენი ოპოზიციური კოლეგა მიუერთდეს,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე