რეზონანსი
(22.06.2023)

შეინიშნება კავშირები „ნაცმოძრაობასთან", ჩვენს ოპონენტებთან და ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უწყება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკთან დაკავშირებით წარდგენილ კანდიდატებზე საუბრისას განუცხადა.

„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. კანდიდატურები წარმოდგენილი იყო კონსულტაციების გარეშე. ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ვერცერთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც კონსულტაციების გარეშეა წარმოდგენილი. მით უმეტეს, რომ აქ შეინიშნება კავშირები „ნაცმოძრაობასთან", ჩვენს ოპონენტებთან და ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უწყება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე