რეზონანსი
(22.06.2023)

პრემიერს ბრიუსელში ჰქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან და თხოვნა იყო მათი მხრიდან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამ თხოვნას. დეკემბრამდე დაველოდებით, არ მივიღებთ ამ კანონს, რომელიც მესამე მოსმენით უნდა მიღებულიყო და ზოგადად დაველოდებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა მჯეროდეს, რომ ამ ეტაპზე იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ განცხადებები ევროპაში იმასთან დაკავშირებით, რომ ახლაც საქართველო იმსახურებდა სტატუსს და არასამართლიანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამჯერად მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება სამართლიანი და არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო", - განმარტა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე