რეზონანსი
(22.06.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში სტიქია ისევ გაძლიერდება და ტემპერატურაც უფრო მეტად დაიკლებს

"22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაში.

ამინდის გაუმჯობესება პარასკევს დღის მოერე ნახევრიდან არის ნავარაუდევი და შაბათს კი საბოლოოდ გამოიდარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე