რეზონანსი
(13.06.2023)

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში - 12 რეკომენდაცია და დრო, რომელიც საქართველოს შედეგის დასადებად დარჩა.

პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლებას 12 დათქმის დიდი ნაწილი შესრულებული აქვს, თუმცა ამ შეფასებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც მმართველი გუნდის ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრობს. მხარეები ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამასთან, სესიაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ თუ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ იმოქმედებენ ეს ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.

ბოჭორიშვილმა, ასევე ე.წ. კრიტიკულ მედიას მიმართა და ჟურნალისტებს დაფიქრებისკენ მოუწოდა.

"მოგმართავთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, თუ ბურთი საქართველოს მხარესაა და ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ, გაითვალისწინეთ, რომ თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს, თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს, ან მეკარე ბურთს გაუშვებს კარში. პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება, ჩვენი ქვეყნისთვის რთულ იქნება.

აქვე მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას, რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებთ და ზედსართავ რუსულ ხშირად გამოიყენებთ საკუთარი ქვეყნის მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით. დაფიქრდით, ხომ ვარ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე