რეზონანსი
(13.06.2023)

შეწყდება სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა, რაც ქვეყნის ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას კიდევ უფრო დააზიანებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„უპასუხისმგებლოდ იქცევიან იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის მორჩილი პრეზიდენტი მიიღონ. მესტვირიშვილი ეროვნულ ბანკში 20 წელია მუშაობს, თუ რამეს აშავებდა, ახლა გაახსენდათ? მაგრამ სწორედ ამ კანონის ნაწილია", - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება. მანამდე კი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. მმართველი გუნდის განმარტებით, პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე