რეზონანსი
(13.06.2023)

აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი ,რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას

აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად, რომლებმაც წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელსაც მინისტრი ამჯერად კინოცენტრში ატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე