რეზონანსი
(15.04.2023)

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის აზრით, თითქოსდა, კეზერაშვილის მიერ რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების შესახებ, საუბარი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო, სწორი არ არის.

„არსებობს ქართულ პოლიტიკაში ბინძური ფული. ფული, რომელიც იშოვა კონკრეტულმა ადამიანმა ქართული ჯარის, ქართული ბიუჯეტის გაძარცვით. რასაკვირველია, ეს ახალი არ არის და ეს თემა ყოველთვის მუსირებდა. იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა, ახლა, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაფინანსებული და არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, ამ ბინძური ფულით, არ არის სწორი! ახლა არ დაწყებულა. საკმაოდ ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდი ოდენობის თანხები იქნა აღმოჩენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აუდიომასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე