რეზონანსი
(15.04.2023)

"ნიკა მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა არჩევნების მოდუსიდან" - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა პარტიის შიდა დაპირისპირებას. ფარულავა იქვე აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას აქვს უფლება საკუთარი პარტია შექმნას.

"ნიკა მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა არჩევნების მოდუსიდან, თუმცა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული თავმჯდომარე, რომელსაც აქვს მაღალი ლეგიტიმაცია. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისები ყველა მხარდამჭერმა და გულშემატკივარმა კარგად იცის სად არის, ვისაც უნდა საქმის კეთება, შეუძლია მოვიდეს, ყველასთვის ღიაა ეს ოფისები. ნიკა მელიასაც შეუძლია გააკეთოს პარტია, ეს მისი უფლებაა, ამას ვერავინ დაუშლის,"- აცხადებს ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე