რეზონანსი
(15.04.2023)

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გომი-ვა­ყის მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა­გან ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლია. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 30 წლამ­დე ასა­კის ქალი და 7 წლის ბავ­შვი „გორ­მე­დის“ ქსე­ლის ხა­შუ­რის კლი­ნი­კა­ში უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით - პო­ლიტ­რავ­მით შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ბავ­შვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­საყ­ვა­ნად გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მე­დი­ცი­ნის ჯგუ­ფი, თუმ­ცა, ორი­ვე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ავა­რი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო და მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

„ამბების“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ნინო შუ­კა­კი­ძე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ნა­თე­ნა­ძე. დედა-შვი­ლი რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გომ­თან ახ­ლოს გუშინ დი­ლით მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6-მა ადა­მი­ან­მა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, და­შა­ვე­ბულ­თა ნა­წილს მკურ­ნა­ლო­ბა ხა­შუ­რის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უტარ­დე­ბა. 

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე