რეზონანსი
(15.04.2023)

თაკო ჩარკვიანი გამოხმაურა ინფორმაციას, რომ ნიკა მელია მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ ახალ ოფისში გადავიდა და ლევან ხაბეიშვილს გამოეყო.

„ხომ გითხარით, მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით, პარტიის შექმნა სურთ-თქო, 10 დღის წინ ვთქვი ტელეეთერით, ჰოდა ატეხეს ერთი ამბავი „მელამ და კუდებმა” ამას რას გვაბრალებს თამარ ჩარკვიანიო (თან უტიფრად რომ ცრუობდნენ ). ჰოდა, პარტიას “ახალი ხედვა” კი არა “ახალი ბოკერია” უნდა დაარქვან ასე აჯობებდა.

ახალი კი “გათვლა” ვიცი, აი ბავშვობაში ხომ იყო: “აბენ კამენ კუმანე… ან – ენკი ბენკი სიკლისა”. ჰოდა, ახლა ასე გავითვალოთ: “ ილაური, გილაური მელია და “ინაური”- წერს თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ახალ პარტიას ქმნის, სადაც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე იქნებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე