რეზონანსი
(04.04.2023)

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სურს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

დეპუტატის შეფასებით, სწორედ რუსული მეთოდებით ებრძვიან საქართველოს ევროინტეგრაციას.

"ეს არის ნამდვილად ზურგში დანის ჩარტყმა შენი ერისთვის მაშინ, როდესაც იცი, რომ ეს არასწორია რასაც აკეთებ, მაგრამ აკეთებ. საბჭოთა კავშირი იდგა პროპაგანდაზე და ძალიან მაგონებს საბჭოთა და სწორედ რუსულ მეთოდებს ის მეთოდები, რასაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს. არსებობდა ჟურნალი "ნიანგი" და ამ მეთოდებით ებრძვიან საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში,"-განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე