რეზონანსი
(27.03.2023)

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. გარდაცვლილი ანა გიორგაია „ევროპულ სკოლაში“ ისტორიის მასწავლებელი და ასევე ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი იყო.

ახლობლების ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. 30 წლის ანი გიორგაიას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. იგი გუდაურში სნოუბორდით სრიალისას დაშავდა, მიღებული ტრავმის შედეგად კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

“გაგვიფრინდა ჩვენი მფარველი ანგელოზი… სულის ტკივილო….“, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე