რეზონანსი
(27.03.2023)

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა  გამომცემლობების მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.

„რა მოხდა სინამდვილეში არ ვიცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმე. მე მინდა, რომ აგვიხსნან - რა მოხდა და იქნებ კარგი მაგალითი აღმოჩნდეს სხვა შემთხვევისთვის, რომ ასე ადამიანებთან არ დაამთავრონ ურთიერთობა", - აღნიშნა ჩანადირმა.

მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის" და „არტანუჯის" თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე