რეზონანსი
(23.03.2023)

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, სიტუაცის ეხმაურება და აცხადებს:

„ფაქტია, რომ თვითდაზიანება სახეზეა და ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება, სტრუქტურა, რომელსაც ეს ხელეწიფება, მზად არის მიიღოს ნებისმიერი ქვეყნიდან ექიმთა ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილის ოჯახი ენდობა და მან გაიაროს მკურნალობა, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება", - აცხადებს ვოლსკი.

კლინიკა „ვივამედი" პენიტენციურ დაწესებულებას განცხადებით მიმართავს, რომელშიც უწყებას მოუწოდებს იმსჯელონ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დარჩენის მიზანშეწონილობაზე. ამავე განცხადებით გაირკვა ,რომ მსჯავრდებული ექიმებს არ ემორჩილება და მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე