რეზონანსი
(19.03.2023)

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 33 წლის საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

პოლიციის თანამშრომლის თქმით, დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.

"პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ქურდობის ორივე ადგილიდან. რის შედეგადაც მათ სწრაფად შეძლეს როგორც კაცის იდენტიფიცირება, ასევე მანქანის, რომლითაც ის გადაადგილდებოდა",- წერს პოლონური მედია.

პოლონური გამოცემის თანახმად, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს სისხლის სამართლის 6 საქმეზე წაუყენეს ბრალი. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ 33 წლის კაცმა სალაროები იმავე მეთოდით პოლონეთის რამდენიმე ქალაქში გაქურდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა საოლქო პროკურატურის მოთხოვნა და კაცს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე