რეზონანსი
(19.03.2023)

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის, მამუკა ანდღულაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა იცოდა აღნიშნული პირის როგორც ოჯახური, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაინც პროვოკაციაზე წამოაგო.აღნიშნული ფაქტი კი არა მხოლოდ ერთი ჟურნალისტის, არამედ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვის და რატომ უჭერს ის კაცი მხარს, ან მოგვწონს თუ არა ჩვენ მისი პოზიცია… ნატო გოგელიამ, ნოდარ მელაძის ჟურნალისტმა იცოდა, რომ იმ გაუბედურებულ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო. ამის მიუხედავად, მივიდა, გაუჩალიჩა, პროვოკაციაზე წამოაგო და დააჭერინა. ესაა ნაცმოძრაობა და მისი ხასიათი. მისი ჟურნალისტიც ასეთია, ტელევიზიაც, აქტივისტიც, ლიდერიც, ლექტორიც, მასწავლებელიც, პროპაგანდისტიც და პატრონიც. ესაა მისი რეალური, ბოროტი სახე!!!“ - დაწერა ლევან ნიკოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე