რეზონანსი
(19.03.2023)

ეკვადორში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს. 

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC)-ს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეზე  დაფიქსირდა. 

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. არიან თუ არა დაღუპულები და დაშავებულები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე