რეზონანსი
(15.03.2023)

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული.

"ზოგიერთი კომპრომისი მიღწეულ იქნა, მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული, როგორც მატერნოვამ თქვა.

ეს წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დარწმუნდეს და საბოლოოდ შეთანხმდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან, ამის გადაწყვეტილებას ევროპული ინსტიტუტები არ იღებენ, ამას ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება სჭირდება", - განაცხადა ზიბერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე