რეზონანსი
(15.03.2023)

ბათუმის ბულვარში განთავსებული ბატუტის მფლობელს, 65 წლის ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება ბრალდებულს გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. გამოძიება ასევე აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატი კი ამბობდა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ.

როგორც პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, „ედუარდ აბრამიანს ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს და ვალდებულება ჰქონდა, სრულად დაეცვა ექსპლუატაციის წესები, რაც მან უგულებელყო".

სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულის ადვოკატმა მიმართა:

„ძალიან განიცდის, არც საჭმელი მინდა და არც თავისუფლებაო, იზოლატორში როცა ვნახე. ის ათეულობით წელი იყო სამოქალაქო ავიაციაში, იყო პილოტი", - აღნიშნა ადვოკატმა ილია ლომიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე