რეზონანსი
(15.03.2023)

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და "საქართველოს უნივერსიტეტის" სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, "ქართული ოცნებას სტუდენტებსა და ამ უნივერსიტეტებზე შურისძიება სურს. ბრალდებებს მმართველ გუნდში უპასუხეს, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანებთან, ვინც აქციაზე გულწრფელი პროტესტი გამოხატა" :

""ნაციონალური მოძრაობა" ვერ ისაუბრებს იმ საზოგადოების სახელით, ვინც თავისი პროტესტი გამოხატა. ისინი ცდილობენ მიეწებონ, მიეტმასნონ ამ საზოგადოებას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ  ეს არის ფარისევლობა და ამ ძალას არანაირი მორალურ კავშირი არ აქვს, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან. ამიტომ, ღიმილის მომგვრელია, როდესაც "ნაციონალური მოძრობა" ცდილობს ისაუბრონ იმ საზოგადოების სახელით, ვინც პროტესტი გამოხატა,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე