რეზონანსი
(15.03.2023)

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

გამოძიება ბრალდებულს “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით ედავება, რაც უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცს ბატუტის უსაფრთხოება და ექსპლუატაციის წესების დაცვა ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო.

ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზა დაადგენს რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე