რეზონანსი
(15.03.2023)

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერების ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე არცერთ გადაცდომით ნათქვამს არ მიესალმება.

„განსხვავებული აზრი არის სხვა და საქართველოში იმ კანონპროექტის შექმნა, რომელიც რუსიფიკაციას უწყობს ხელს, არის სხვა. მე არ მივესალმები არცერთ შემთხვევაში ოჯახის წევრების და თვითონ ბავშვებზე რაიმე სახის გადაცდომით ნათქვამს, მაგრამ კანონპროექტის ავტორებს და ღილაკზე თითის დამჭერებს უნდა ესმოდეთ, რამდენად მძიმე რამ ჩაიდინეს თავიანთ სამშობლოსთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.

მმართველი გუნდის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის პარალელურად იყო ბულინგი. ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. „ქართული ოცნების" შეფასებით, კამპანია ლიბერალური ფაშიზმის ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე