რეზონანსი
(15.03.2023)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსებმა დღეს ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს განახორციელეს.

მისი თქმით, სკოლის შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის", - დაწერა ერმაკმა „ტვიტერზე".

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვზე იერიში რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან, S-300 ტიპის რაკეტით განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე