რეზონანსი
(15.03.2023)

ევროპული რეკომენდაციების პუნქტების დიდი უმრავლესობის შესრულებაში მათ მონაწილეო არ მიუღიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე არაევროპული პარტია თუკი რაიმე შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. თავისი უმძიმესი ბექგრაუნდით, - ქვეყნის გაყიდვით, ომის დანაშაულზე საკუთარი ხელმოწერით, სამხედროებზე დაბრალებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით. დღე აგრძელებენ იმავეს. ნაცმოძრაობის მხრიდან 9 აპრილზე და ასეთ მნიშვნელოვან თარიღებზე მანიპულირება ამაზრზენია. ამაზრზენია ყველაზე არაევროპული და რუსული საქმის მკეთებელი პარტიისგან, როცა ისინი საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღებზე ემოციურ ბმას ცდილობენ ხოლმე", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე