რეზონანსი
(15.03.2023)

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთი ამჯერად წყალდიდობას ებრძვის. პროვინცია შანლიურფაში წყალდიდობის გამო ავტომაგისტრალი ჩამოინგრა და საავადმყოფო დაიტბორა, საიდანაც მიწისძვრისას დაშავებული ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. შანლიურფაში ყველა სკოლა დაკეტილია, ჩაიკეტა ავტომაგისტრალიც.

ადიამანის გუბერნატორის ინფორმაციით, კი მათ რეგიონში დაღუპულია ერთი და დაკარგულია ოთხი მოქალაქე.

წყლის ნაკადებმა გზატკეცილი წაიღო, შეწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია ქალაქებს ბოჟოვასა და ხილვანს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე