რეზონანსი
(15.03.2023)

არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები და მუქარები და ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული. ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ამ ადამიანის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხად​ა.

„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი და სააკაშვილი, მისი ქმედებები, მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით ვერ იქნება. სააკაშვილის არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული - ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი შეჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრა. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირების მხრიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა არის სხვა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები და მუქარები და ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული. ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ამ ადამიანის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა​", - აცხადებს მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე