რეზონანსი
(15.03.2023)

არის ასეთი ანდაზა - „ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო" - ლევან ხაბეიშვილმა არაერთი ე.წ. საპროტესტო აქცია დააანონსა და მას 20 ადამიანის შეგროვებაც კი უჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასეთ ფონზე მისი მხრიდან დაანონსებული არის მცდელობა, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ის არის ოპოზიციის ლიდერი და ამ დროს ის თავის პარტიაშიც ბოლომდე არ არის აღიარებული. ამ ადამიანისგან რაიმე ულტიმატუმის მოსმენა ან აქციის დაანონსებაც არასერიოზულად ჟღერს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას" თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე