რეზონანსი
(15.03.2023)

სასამართლო რეფორმას თუ არ ატარებ და ისე იღებ ამ კანონს, ის გადაიქცევა კიდევ ერთ დამატებით ბერკეტად, რომ ძალაუფლებაში ვინც არის, დაჩაგროს ის, ვინც არაა ძალაუფლებაში, - ასე შეაფასა „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის გზავნილი არის შემდეგი: კი ბატონო, უკრაინული კანონია; კი ბატონო, არ გაქვთ არანაირი შეზღუდვა, რომ სხვა ქვეყნის მსგავსი კანონი მიიღოთ. ეს კანონი რეალურად, ბევრ ხარვეზს შეიცავს იურიდიული თვალსაზრისით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემაა, რომ სასამართლო რეფორმას თუ არ ატარებ და ისე იღებ ამ კანონს, ის გადაიქცევა კიდევ ერთ დამატებით ბერკეტად, რომ ძალაუფლებაში ვინც არის, დაჩაგროს ის, ვინც არაა ძალაუფლებაში.

14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე