რეზონანსი
(15.03.2023)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, საერთო სასამართლოებისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან კონსტრუქციულია.

მისივე თქმით, როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც გამოქვეყნდება, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება.

„12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე გადავადდა, რომ ექსპერტული დასკვნისთვის რიგი კანონპროექტები გავაგზავნეთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აღიარა, რომ უკრაინული ვერსიის ანალოგია, რაც ქართულად იყო თარგმნილი. დასკვნაში დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია შესაძლებლად მიიჩნევს, დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონი არსებობდეს და გარკვეულ რეკომენდაციას გამოთქვამს.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, ვენეციის კომისიის მიერ ცვლილებები მიჩნეული იქნა მისაღებ ფაქტორად. ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნაში რაიმე კონკრეტული შენიშვნა გამოთქმული არ არის, თუმცა გარკვეული მინიშნებებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. საუბარია ერთგვარ კორპორატივზე, რითაც ვენეციის კომისია გასცდა იმ ფარგლებს, რაც კონკრეტული დოკუმენტის შეფასებასთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კონტექსტიდან გამომდინარე უფრო იხელმძღვანელა. დასკვნაში ვენეციის კომისია დადასტურებულად ვერ საუბრობს, ამბობს, რომ მას სმენია, თუმცა კორპორატივიზმის თაობაზე რაიმე მტკიცებულებები არ არსებობს. ისევე, როგორც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია აბსოლუტურად მართებულად და ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ პარლამენტი დაელოდოს საკითხების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა კანონმდებლობაში ასახვის თაობაზე იმსჯელოს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან კონსტრუქციულია დასკვნები გაკეთდა. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც მოვა, ორივე დასკვნის ფონზე გავაგრძელოთ აქტიური განხილვები, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში, რათა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ორივე დოკუმენტთან მიმართებით საბოლოო პოზიცია და გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს. უახლოესი კვირების განმავლობაში ეუთო/ოდირის დასკვნაც უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე